დაცვა

გამარჯობა მეთევზის სამყარო !

მე გუშინწინ ხარისხი დავიცავი! ამას ასე გვიან იმიტომ ვწერ რომ იმ ღამეს კლუბში წავედით რომ აგვეღნიშნა დასრულება და კარგი ქულები. მეორედღეს მეძინა რათქმაუნდა. ძალიან კარგი იყო !

სულ ტყუილად ვნერვიულობდი რაა, ისე მომეწონა ჩემი გამოსვლა დავიშოკე, ვიდეო გადამიღო გიორგიმ და მომეწონა. შესაბამისად ჟიურისაც მოეწონა და იმ დღეს პრეზენტაციაში ყველაზე მაღალი ქულა (30) ავიღე და საბოლოოდ 97-ს ავარტყი. კარგია, ძალიან გამიხარდა, ვიცოდი რააა… ვიცოდი! Continue reading

დაცვები ახლოვდება

დღეს ხუთშაბათია, 7 ივლისი.

პრეზენტაციაზე მეცადინეობა დავიწყე, ძაააააააააააალიან დიდი შრომაა ძალიან ბევრი მონაცემით და მხოლოდ 15 წუთში უნდა ჩავეტიო? გამორიცხულია.

ვამცირე, ვამცირე და მაინც ვერ შევამცირე ტექსტი. ორშაბათამდე მოვუხერხებ კიდევ რამეს,

ძალიან ვნერვიულობ, ძალიან მინდა რომ კარგი შეფასება ავიღო…

მოკლედ ეხლა მე წავედი, კიდევ ვიმეცადინებ და დაცვის მერე შემოგიერთდებით თუ მანამდე რამე მნიშვნელოვანი არ მოხდა 🙂

ჩუუს

პროგრესები თევზების იდენტიფიკაციაში

ჩემი თევზების იდენტიფიკაციის უნარები უმჯობესდება, სამსახურში რომ მოვედი მაგიდაზე დამხვდა ახალი სინჯი, ბელას მოუტანია მდინარე კრიხულადან, ვკითხხე სახეობები გარკვეული იყო თუ არა, მითხრა კიო. ეს ჩემთვის გამოწვევა იყო. კარგი მაშინ მე თუ გამოვიცნობ რა სახეობებიათქო, კარგად დავაკვირდი და გამოვიცანი: მურწა, თაღლითა, და გოჭალა. ამ სამიდან მხოლოდ მურწა მყავს ლაივში ნანახი დანარჩენი კი წიგნიდან ვიზუალურად მახსოვდა. კიო სწორეა ყველაო. :დ

გუშინ ჩვენს გვერძე პარაზიტოლოგიის კაბინეტში ჯანდარის ტბიდან მოიყვანეს ლიფსიტები, და ბელამ დამიძახა და მანახა, სხვათაშორის 3 სახეობიდან იქაც 2 გამოვიცანი, სქელშუბლა, სულ ერთხელ მყავს ბაზარში ნანახი, ისიც ზრდასრული ინდივიდი, მაგრამ გამოვიცანი მაინც.

მართალია ჩემთვის კარგად ნაცნობ ღორჯოზე ძალიან ბევრი ვიფიქრე მაგრამ მაინც ვერ მივხვდი რო ღორჯო იყო, სანამ გამოცდილმა თვალმა არ ნახა და ბელამ არ თქვა რო ღორჯო იყო.

მერე ლიფსიტის სახელით თევზი მოიყვანეს პატარა, ვერ გამოვიცანი რა იყო. დიდი მუცელი ქონდა. გაუჭრეს მუცელი და პატარა ლიფსიტები ყავდა შიგ. თურმე ცოცხალმშობი გამბუზია ყოფილა, აშკარად სქელშუბლას ან ამურის ლიფსიტებში აერიათ, როგორც ყოველთვის და ეხლა ბედნიერად გაუშვებენ ჯანდარის ტბაში:( 😦

ხო მოკლედრას ვამბობდი, პირველად ვნახე ცოცხალმშობი თევზი, მანამდე კი მახსოვდა წიგნში რომ ეწერა რომ ცოცხალმშობი იყო მაგრამ უცბად დავიბენი.

მეორე დღეს, ანუ დღეს აკვარეუმიდან წამოვიყვანე სქესმწიფე მდედრი და ლაბში მყავს, ვაკვირდები ნეტავ შობს ლიფსიტებს?

ვნახოთ რა იქნება.

ბელამ თქვა აკვარიუმი გავაკეთოთო და თევზები ვიყოლიოთო.

ძალიან მინდა.

ეხლა შევისვენე პრეზენტაციის კეთებისაგან და ეს პოსტი დავჯღაბნე. პროგრესი რომ მექნება დავწერ კიდევს.

აბა მომავალ შეხვედრამდე!!!!!