ჯავახეთი: დღე 7

ჰეეეიი, ეხლახანს მოვრჩით მადატაფიდან მოტანილი თევზების კვლევას და დავჯექი ლაყუჩის ჩხირების დასათვლელად, რადგან ისინი წყალში მაქვს და დღესვრ რო არ გავაკეთო გაფუჭდება და აყროლდება  Eeeeewwwww :S 😀 OK, გავიარეთ… მოკლედ დღეს მოგვიყვანეს კაცებმა 12 კარასი, დიდები საკმაოდ, საშუალოდ 25 სმ. სიგრძის და 300 გრ. წონის. 6მდედრი და 6-მამრი. იგივე გამოკვლევები ჩავუტარეთ, რაც გუშინ, უბრალოდ ბოლოს მე ოტოლითებიც მოვუქექე, თავიდან არ გამომდიოდა, თუმცა მერე საკუთარ მეთოდს მივაგენი, როგორ უნდა ამოუღო კარასს ოტოლითები. ხო კიდე ერთი მეთოდი მოვიგონე, ლაყუჩის ჩხირებს რო ამოვაცლით წყალში გავრეცხოთ და ისე შევინახოთ, წინა პოსტში ვისაუბრე, როგორ გაზუზნულია და გარჩევის დროს ძალიან საწვალებელია ხოლმე. წავედი ეხლა გავაკეთებ. ხვალ დილით მივდივართ და იქაც ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ჩემი TO DO LIST გადაიჭედა, დასვენება მიინდააა. Continue reading

Advertisements

ჯავახეთი: დღე 6

გუშინ გია, ლევანი და ნიკა ღამე 3 საათზე წავიდნენ სათევზაოდ მადატაფაზე. 11სთვის მოიტანეს 19 კარასი (Carassius gibelio). დავიწყე სისხლის სინჯებისთვის სლაიდების მომზადება, ასევე გენეტიკური მასალისთვის ეპენდორფის ქილები გავამზადე და გავუკეთე წარწერები. თევზების ნუმერაცია  წინა (მაისი) ექსპედიციისას მივაბით. მერე გოგოებიც ადგნენ და შევუდექით საქმეს: მე სისხლის სინჯებს და გენეტიკურ მასალას ვინახავდი, სოფო ასაკებს, ჟანა იწერდა, ანი ზომავდა და ფოტოს უღედბდა, ეკო კი კვეთდა და სისხლის, ფარფლების და ლაყუჩების “ექსტრაქციას”აკეთებდა.  Continue reading