თავისუფალი კაკაჩა ვარ მე

გამარჯობა! Image may contain: one or more people, people standing, sky, cloud, grass, outdoor and nature

სიახლეები არის ჩემს გარშემო და თანაც, რავარი, მეზარება ხოლმე რო ვწერო და უსაქმური კი არ გეგონოთ 😀

კახეთში ვიყავით ექსპედიციაში: პატარა ტბა, კოჭების ტბა, ოზაანის ტბა და იორის ხეობა დავსამფლეთ. კიდე რაღაცა ღელეები და რაღაცა “წუმპე”. სინჯების აღებისას ძალიან გვეხმარებოდა თოკო, რომელიც გასაოცარი ინტერესით ეძებდა “ფსიხოფტერებს” ქვების ქვეშ და სინჯებს ნამდვილი კოლეგასავით იღებდა, რეცხავდა, აბინავებდა… ძალიან სასიამოვნო იყო თოკოსთან ერთად მუშაობა

პატარა ტბა ძალიან ლამაზი იყო, თუმცა საშინლად ბევრი ქინქლა იყო ნაპირზე და საზიზღრობა იყო, ყველგან გიფრინდებოდნენ და ბოტები რო გავიხადე ბოტებშიც კი ჩაფრენილან და ფეხზე ზედ შემომომსრესოდნენ და სულ გასრესილი ქინქლები მქონდა წინდებზე და შარვალზე 😦 Eeew…. პატარა ნახევარკუნძული შედიოდა ტბაში, იმას შემოუარეთ მე და ანიმ ძალიან დიდი ინტერესი მქონდა რა ხდებოდა იქ, რაღაც ბაღივით იყო და მიტოვებული აშენებული შენობა… გადამწვარი ლელიანები გარშემო… უცნაური იყო…

კაკაჩები…. კაკაჩები Everywhere….
Continue reading

Advertisements

ჯავახეთი: დღე 7

ჰეეეიი, ეხლახანს მოვრჩით მადატაფიდან მოტანილი თევზების კვლევას და დავჯექი ლაყუჩის ჩხირების დასათვლელად, რადგან ისინი წყალში მაქვს და დღესვრ რო არ გავაკეთო გაფუჭდება და აყროლდება  Eeeeewwwww :S 😀 OK, გავიარეთ… მოკლედ დღეს მოგვიყვანეს კაცებმა 12 კარასი, დიდები საკმაოდ, საშუალოდ 25 სმ. სიგრძის და 300 გრ. წონის. 6მდედრი და 6-მამრი. იგივე გამოკვლევები ჩავუტარეთ, რაც გუშინ, უბრალოდ ბოლოს მე ოტოლითებიც მოვუქექე, თავიდან არ გამომდიოდა, თუმცა მერე საკუთარ მეთოდს მივაგენი, როგორ უნდა ამოუღო კარასს ოტოლითები. ხო კიდე ერთი მეთოდი მოვიგონე, ლაყუჩის ჩხირებს რო ამოვაცლით წყალში გავრეცხოთ და ისე შევინახოთ, წინა პოსტში ვისაუბრე, როგორ გაზუზნულია და გარჩევის დროს ძალიან საწვალებელია ხოლმე. წავედი ეხლა გავაკეთებ. ხვალ დილით მივდივართ და იქაც ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ჩემი TO DO LIST გადაიჭედა, დასვენება მიინდააა. Continue reading

ჯავახეთი: დღე 6

გუშინ გია, ლევანი და ნიკა ღამე 3 საათზე წავიდნენ სათევზაოდ მადატაფაზე. 11სთვის მოიტანეს 19 კარასი (Carassius gibelio). დავიწყე სისხლის სინჯებისთვის სლაიდების მომზადება, ასევე გენეტიკური მასალისთვის ეპენდორფის ქილები გავამზადე და გავუკეთე წარწერები. თევზების ნუმერაცია  წინა (მაისი) ექსპედიციისას მივაბით. მერე გოგოებიც ადგნენ და შევუდექით საქმეს: მე სისხლის სინჯებს და გენეტიკურ მასალას ვინახავდი, სოფო ასაკებს, ჟანა იწერდა, ანი ზომავდა და ფოტოს უღედბდა, ეკო კი კვეთდა და სისხლის, ფარფლების და ლაყუჩების “ექსტრაქციას”აკეთებდა.  Continue reading

ჯავახეთში დღე 1

ნუ დღეს დღე 2-ია მაგრამ წინა დღეს პირველს ვერ ვუწოდებ, ჩალაგებას, მგზავრობას, ამობარგებას და დალაგებას მოვუნდით. ხო და დღეს დაივიწყეთ.

დღეს ვიყავით მადატაფას ტბაზე, ავიღეთ ბენთოსის სინჯები 3 წერტილი. სამ-სამი სინჯი. ბიკიტნოეზე, 1 წერტილი. და ბუღდაშენზე 2 წერტილი.  Continue reading