დაცვა

გამარჯობა მეთევზის სამყარო !

მე გუშინწინ ხარისხი დავიცავი! ამას ასე გვიან იმიტომ ვწერ რომ იმ ღამეს კლუბში წავედით რომ აგვეღნიშნა დასრულება და კარგი ქულები. მეორედღეს მეძინა რათქმაუნდა. ძალიან კარგი იყო !

სულ ტყუილად ვნერვიულობდი რაა, ისე მომეწონა ჩემი გამოსვლა დავიშოკე, ვიდეო გადამიღო გიორგიმ და მომეწონა. შესაბამისად ჟიურისაც მოეწონა და იმ დღეს პრეზენტაციაში ყველაზე მაღალი ქულა (30) ავიღე და საბოლოოდ 97-ს ავარტყი. კარგია, ძალიან გამიხარდა, ვიცოდი რააა… ვიცოდი! Continue reading

OMG I HAVE LOTS OF THINGS TO DO

დღეს კვირა დღეა, შემიძლია კარგად მოვემზადო, კიდევ ერთხე გადავხედო ჩემს მასალებს, კი ყველაფერი ვიცი მაგრამ სხვას რომ გავაგებინო გასაგებ ენაზე ამიტომ უნდა გადავიმეორო კიდევ.

დღეს დილით საკმაოდ საინტერესო პოტი ვნახე National Geographic-ზე. ეხებოდა ზებრა ზვიგენს, რომელმაც ტყვეობაში, დაახლოვებით 20 წლის ასაკში შობა 3 შვილი, 3-ვე მდედრი.

Shark Gives Rare ‘Virgin Birth’ to Three Pups

სტატიის სათაური იყო ასეთი თუმცა სტატიაში ეწერა რომ 41 კვერცხი დაყარა საიდანაც 3 გამოიჩიკაო, ვერ გავიგე ცოცხლად შობა თუ გამოჩიკა ბოლოსდაბოლოს? სხვა ყველაფერი გასაგებია, ის რომ ზოგიერთი ზვიგენი სხეულის შიგნით ინახავს მამრის სპერმას რამოდენიმე წელი და შემდეგ მის გარეშე შეუძლია გაანაყოფიეროს საკუთარი კვერცხუჯრედები, თუმცა როგორც სტატიაში იყო აღნიშნული ამ ზვიგენს მამრთან საერთოდ არასდროს ქონია შეხება.

საინტერესოა 2 ფაქტი: upside > ის რომ სიცოცხლე პოულობს გზას,,, downside > გენეტიკური მრავალფეროვნება იკარგება.

მოკლედ კაი რამეა ეს მეცნიერება.

ხო და რას მოვაყოლე ესა… 😀 ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი ჩემი TO DO LIST ერთ გვერდზე აღარ ეტევა 😀

კაი კაი წავედი ეხლა უნდა ვიმეცადინო

ჩუუუუუს

 

 

დაცვები ახლოვდება

დღეს ხუთშაბათია, 7 ივლისი.

პრეზენტაციაზე მეცადინეობა დავიწყე, ძაააააააააააალიან დიდი შრომაა ძალიან ბევრი მონაცემით და მხოლოდ 15 წუთში უნდა ჩავეტიო? გამორიცხულია.

ვამცირე, ვამცირე და მაინც ვერ შევამცირე ტექსტი. ორშაბათამდე მოვუხერხებ კიდევ რამეს,

ძალიან ვნერვიულობ, ძალიან მინდა რომ კარგი შეფასება ავიღო…

მოკლედ ეხლა მე წავედი, კიდევ ვიმეცადინებ და დაცვის მერე შემოგიერთდებით თუ მანამდე რამე მნიშვნელოვანი არ მოხდა 🙂

ჩუუს