თავისუფალი კაკაჩა ვარ მე

გამარჯობა! Image may contain: one or more people, people standing, sky, cloud, grass, outdoor and nature

სიახლეები არის ჩემს გარშემო და თანაც, რავარი, მეზარება ხოლმე რო ვწერო და უსაქმური კი არ გეგონოთ 😀

კახეთში ვიყავით ექსპედიციაში: პატარა ტბა, კოჭების ტბა, ოზაანის ტბა და იორის ხეობა დავსამფლეთ. კიდე რაღაცა ღელეები და რაღაცა “წუმპე”. სინჯების აღებისას ძალიან გვეხმარებოდა თოკო, რომელიც გასაოცარი ინტერესით ეძებდა “ფსიხოფტერებს” ქვების ქვეშ და სინჯებს ნამდვილი კოლეგასავით იღებდა, რეცხავდა, აბინავებდა… ძალიან სასიამოვნო იყო თოკოსთან ერთად მუშაობა

პატარა ტბა ძალიან ლამაზი იყო, თუმცა საშინლად ბევრი ქინქლა იყო ნაპირზე და საზიზღრობა იყო, ყველგან გიფრინდებოდნენ და ბოტები რო გავიხადე ბოტებშიც კი ჩაფრენილან და ფეხზე ზედ შემომომსრესოდნენ და სულ გასრესილი ქინქლები მქონდა წინდებზე და შარვალზე 😦 Eeew…. პატარა ნახევარკუნძული შედიოდა ტბაში, იმას შემოუარეთ მე და ანიმ ძალიან დიდი ინტერესი მქონდა რა ხდებოდა იქ, რაღაც ბაღივით იყო და მიტოვებული აშენებული შენობა… გადამწვარი ლელიანები გარშემო… უცნაური იყო…

კაკაჩები…. კაკაჩები Everywhere….

ოზაანის ტბა იყო ძალიან ღრმა, უნაპირო, თუმცა სათევზაოდ კარგი ადგილი იყო. გოდრები ჩავდგით და სანამ სინჯებს ვიღებდით ვიღაც ტიპებმა ჩვენი გოდორი ამოიღეს და მანქანაში გააქანეს 😀 რო მოვიკითხეთ მერეღა გვითხრეს ჩვენ შევინახეთო 😀 არ გაცდიან ცხოვრებას რა…. რაღაც თევზები დავიჭირეთ მე თეთრი ამური მეგონა მაგრამ შეიძლება ფსეუდორაზბორა იყოს და ჩავსპირტეთ გამოსაკვლევად წამოვიღეთ.

ძალიან მაგარი იყო კოჭების ტბაში რომ ჩავეფალით მე და ანი 😀 მოკლედ, მივედით სინჯის ასაღებად, ავიღეთ ერთ ნაპირზე და გადავაადგილდით მეორე წერტილზე სინჯის ასაღებად. ანი ის ის იყო უნდა შესულიყო რომ ნაპირზევე ჩაეფლო, ვიფიქრე არაფერი ისეთი იქნებათქო, იმიტომ რომ უამრავჯერ ჩავსობილვართ ტბაში და მეთქი ამოვა თავისითთქო, მაგრამ არა, ვერ ამოვიდა და მეც მივვარდი ამოსაყვანად და ოპა… მეც მითრევს ვიღაცა ქვევით, რა ჯანდაბაა! გადავირიე მითრევს და მითრევს, და თავის მარწუხებს მახვევს, ფეხს ვერ ვამოძრავებ, თითქოს გიფსში ჩამისვესო, ვექაჩები ბოტს, არ ამოდის, დავიღუპეთო ანიმ და ყვირილი დავიწყეთ, იქით ნაპირზე დარჩენილ ლევანს და ბელას ვეძახდით. ანი ყვირის: “გვიშველეეეეეეეთ!” მე ვყვირი: “ლევაააააააააააააან!” არ ესმით:( თურმე კი ესმის ლევანის მაგრამ ძალიან შორიდან და ვერ არჩევს ბგერებს და გონია რომ მე და ანი რაღაცას ვმაიმუნობთ და რამეზე ვხუხუნებთ და გულში ფიქრობს: “ამათი გამოსწორება არ იქნება, ნეტა რა აცინებთ, რა დღეში არიანო”. რავიცი., ბოლოს ალბათ შემთხვევით გამოეხედა ჩვენკენ. ჩვენ ხელებს ვიქნევდით და მიხვდა, რომ ეს რაღაცა ახალი იყო, და წამოვიდა ჩვენკენ. რომ მოვიდა კვდებოდა სიცილით, მოიცა მოიცა ესე იყავით წავალ აპარატს მოვიტანო, ჩვენ კიდე მივდივართ ქვევით, და ქვევით 😀 მერე სანამ ბელამ კამერა მოიტანა ანი ამოიყვანეს, ქიქნეთით (სინჯების ასაღები ხელსაწყოა). ანის ამოყვანა წარმატებული იყო იმიტომ, რომ იგი ნაპირის საპირისპიროდ იდგა და ადვილად ამოძვრა. მე კი ნაპირის საწინააღმდეგოდ ვიყავი და ჩემი ამოყვანა გაჭიანურდა ძალიან. საბოლოოდ ბოტები დავტოვე ჭაობში და ამოვძვერი. მოკლედ იქ რო უნდა ყოფილიყავი ის თემაა 😀

ანის სახლშიც ვიყავით ძალიან მაგარი სუფრა იყო და კახური მწვადებიც, მე მეტი რა მინდოდა ბედნიერებისთვის? მიუხედავად იმისა რომ იმ დღეს სამმა სხვადასხვა ცხოველმა დამაკუკა ხელზე, მაინც ბედნიერი ვიყავი 😀

Image may contain: 1 person, smiling, sitting, eating, table, food and indoor

სუფრაააა!

ეს ექსედიცია იქით იყოს და არის ძალიან მაგარი ამბავი ჩემს ცხოვრებაში, ნუ ისედაც კი ვიცოდი რომ ჩავირიცხებოდი CZU-ში მაგრამ, ოფიციალურად რო მივიღე ცნობა სულ სხვა გრძნობა იყო. მოკლედ, კუს ტბიდან ჩამოვდივართ, საბაგიროში ვართ, და მომდის მეილი, ბლა ბლა ბლა… ჩეხურად.,,, ის კი გავიგე რო შედი შენს “ჩეხურ არგუსშიო”, დოკუმენტები იქ აიტვირთაო. შევედით და ვნახეთ იყო 2 დოკუმენტი, ორივე ჩეხურად, ჩავუჯექით, ვთარგმნეთ თრანსლითორით (ეს ყველაფერი ხდება საბაგიროში) და დავასკვენით რო ეგ იყო. მოკლედ ეგეთი ამბები, მეორე დღეს ტორტიც მივაგრიალე უნიში, ავღნიშნეთ, ლევანმა ჩარიცხვა კი არა დასრულება უნდა აღნიშნოო. მართალია, ისე ერთი ბლოკნოტი უნდა გავაკეთო და იქ მარტო ლევან მუმლაძის გამონათქვამები ჩავიწერო :D. ღირს, რა გეუბნებით!

By the way, იმდენმა ხალხმა მომილოცა, ვღადაობდი, ხალხი რო თხოვდება იმათ არ ულოცავს ამდენითქო 😀 კაი ქორწილის სასტავი გაიჩითა 😀

წინა კვირას ოთხშაბათს მე და გიორგი ბაზალეთზე წავყევით ბელას, ბაკალავრები წაიყვანა და ჩვენც წაგვიყოლა, მე არ ვყოფილვარ მანდ მანამდე და ძალიან მაინტერესებდა. შუა მუშაობაში ვიყავით ისე უცბად მოიღრუბლა და ისე უეცრად ჩამოიქცა ცა, თითქოს რამე ლინკზე დავაჭირეთ და რაც შემდეგ მოხდა შოკში ჩაგვაგდო. ფაქიურად დასრულებული გვქონდა საველე და წამოვედით, თუმცა გვშიოდა… საშველი არსად ჩანდა. გიორგიმ გადაწყვიტა თეატრონზე მივსულიყავით და მეც მომეწონა იდეა. მივედით, ყველას მოეწონა იქაურობა და სტუდენტები სათევზაოდაც კი წავიყვანეთ, იქ სადაც ადრე მე და გიორგის გვითევზავია.

Image may contain: one or more people, people standing, outdoor and nature

მე, სტუდენტებს ვასწავლი წყლის პარამეტრების განსაზღვრას, დაინტერესდნენ გოგოები

ეხლა ჩემი კოლეგები ჯავახეთში არიან მე კიდე ვზივარ კომპიუტერთან და კლავიატურას ვაჯახუნებ, ვცდილობ არ დამავიწყდეს ეს სიგიჟეები რაც გადამხდა 😀 და ბლოგზე ვპოსტავ!

ძალიან მომენატრება ჩეხეთში ყოფნისას ეს თავისუფლება და სიგიჟე 😦

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s