ჩემი აზრები Fb-საზოგადოებაზე და ხორცის ჭამაზე

ამ ბოლოდროს თითქოს სიბრძნის ეტაპი მაქვს და ჩემს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, საკუთარი აზრი ჩამომიყალიბდა, როცა ადრე ეს საკითხები უბრალოდ არც მადარდებდა. ხოდა მინდა ერთად მოვუყარო თავი ამ ჩემს აზრებს. ძრითადად ეს აზრები ეხება ჩემს საზოგადოებას.

ამ დილით შევდივარ Facebook-ზე და ვხედავს სტატიას სადაც წერია, იმის შესახებ, თუ როგორ ყიდულობს მამაო, 25 ათას $ ღირებულების ჯიპს. რათქმაუნდა, პირველ რიგში კომენტარებს გადავხედე. საქართველო მაინც ფანატიკოსი ქრისტიანების ქვეყანაა და ვიფიქრე გააპრავებდნენ, მაგრამ პირიქით. ყველა აძაგებდა ამ საქციელს. თითქოს ეს პირველად გაეგოთ და არ იცოდნენ, რომ მამაოები ხშირად დადიან ასეთი ჯიპებით. ხაალხი ილანძღებოდა. მეც გამიჩნდა პროტესტი, ყინწვისის მონასტერში მისულმა რაც იქ ვნახე, უზარმაზარი სეიფი ქონდათ და იქაურობა სასტუმროსავით მოწყობილი, მაგრამ დღეს მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მეინსტრიმია, აქვთ მამაოებს საშუალება, და ყიდულობენ, აწი ეს რაღა გასაკვირია, თანაც ქრისტიანობაზე რო ვდებთ თავს, რას გვასწავლიდა ქრისტე, რო არ განიკითხოთო. ამ პოსტზე დავაკომენტარე: “აქვს საშუალება და იყიდათქო” იმ მიზნით რო ხალხი მიხვედრილიყო, რომ ამისათვის მამაო არც უნდა განიკითხონ და არც უნდა შეაქონ, რომ რაღაც ობიექტური/ნეიტრალური კომენტარი გაააკეთონ. თუმცა მალევე წავშალე. ჩემსავით ჯერ ძალიან ცოტა თუ მოვიდა გონს და დაიკიდა ფეხებზე მამაოების ჯიპები და სეიფები, მომახტებოდნენ და მერე მე დამიწყებდნენ ლანძღვას.

****

ლანძღვას რაც შეეხება. გუშინ ტელევიზიით გავიდა რეპორტაჟი ავადმყოფ ბიჭზე, რომელიც სკოლაში იყო ბულინგის მსხვერპლი. ჟურნალისტი ესაუბრა დირექტორს ამასთან დაკავშირებით. დირექტორი ყველა კითხვაზე, ერთიდაიგივე, დაზეპირებულ ფრაზას უმეორებდა, რომ სკოლა უსაფრთხოა, ყველა სივრცე ხელმისაწვდომია ბავშვისთვის (ეს საერთოდ რა შუაშია არ ვიცი) და ცდილობდა თავიდან მოეცილებინა ჟურნალისტი, რომელიც დაჟინებით სთხოვდა ეპასუხა, თუკი არაფერი მოხდა სკოლაში პატრული რატომ იყო გამოძახებული. რათქმაუნდა, ამ კითხვაზეც იგივე პასუხი მიიღო: “ჩვენი საუბრის დრო ამოიწურა, მადლობთ ყურადღებისთვის”. ამ ბოლო დროს ძალიან დავინტერესდი რას ფიქრობს საზოგადოება მსგავს ფაქტებზე და როგორც ყოველთვის კომენტარებს ჩავუჯექი. პირველი, რამაც გამაკვირვა ის იყო, რომ ხალხს ის უფრო აინტერესებდა რატო ხმარობდნენ რეპორტაჟში სიტყვა ბულინგს (რომელიც თანამედროვე ფსიქოლოგიაში მიღებული ტერმინია), ჩაგვრის ნაცვლად ვიდრე თავად ფაქტი. მეორე ის რომ ხალხმა, რომელსაც ბავშვზე გული შესტკიოდა დაიწყეს დირექტორის ლანძღვა, და მსგავსი კომენტარები: სათრევია თმებით, გასატისკია და ა.შ.

პრობლემა რა არის ამ შემთხვევაში, ფაქტი: რაც მოხდა, და ის რომ დირექტორი ხელს აფარებს დამნაშავეს, ხალხი კი პრობლემას მხოლოდ სიტყვის ხმარებაში ხედავს, და მის გადაწყვეტას დირექტორის ლანძღვა-გინებაში, რომ ბულინგისგან თავი დავიცვათ ისევ ბულინგით. მაგრები ვართ. მევასებიან ქართველები.

****

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დავფიქრდი, იყო ასევე ფეისბუქში  ვეგანურ გვერდზე გამოქვეყნებული მოწოდება, რომ როცა ხორცს ვჭამთ, ამით ძალიან ბევრი ცხოველი მწარდება, და რომ ეს სისასტიკეა და ა.შ. და ა.შ, ნუ როგორც იციან ხოლმე. სერიოზულად დამქეჯნა სინდისმა. იმიტომ რომ მიყვარს ხორცი… არ შემიძლია ჩემთვის ვეგეტარიანული კვება არის ტანჯვა. ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ თავს ვიტანჯავდი, რატო ვჭამ ცხოველსთქო. და მერე გამახსენდა მთელი ჩემი მიღებული განათლება, და აი ჩემი პასუხი ამ საკითხზე.

ეს პლანეტა ყვლას ერთნაირად გვეკუთვნის, იდეაში, ყველაImage result for food chain pyramid თანაბარი ვართ, ცხოველებიც და ადამიანებიც. არსებობს კვებითი ჯაჭვი და პირამიდა ძალიან მარტივად რომ ავხსნა ამ ილუსტრაციას მოვიყვან. ბუნებაში არსებობენ პროდუცენტები (მცენარეები, მარტივად რო ვთქვათ), და კონსუმერები (ანუ მომხმარებლები), კონსუმერები არსებობენ ისინი ვინც პროდუცენტებს მიირთმევენ და ისინი ვინც კონსუმერებს მიირთმევენ. მგონი ჩავხლართე, მოკლედ რომ ვთქვა. ცხოველები არსებობენ ვეგანებიც და არსებობენ ხორცისმჭამელები, ვინაიდან ჩვენ, და ცხოველები თანასწორები ვართ, მათსავიც ჩვენც გვაქვს უფლება ხორცი მივირთვათ, მითუმეტეს, რომ ადამიანმა ცხოველი იმიტომ მოიშინაურა, რომ მისი მარაგი მუდმივად ქონოდა და ამისათვის ტყეში სირბილი და გარეული ცხოველებისთვის კონკურენცია არ გაეწია (რა ამის პასუხია და გეპარდი რო ლამაზ ქურციკს დაიჭერს და ჭამს, ის ქურციკიც ხო მწარდება, არა? რატო არ ქეჯნის გეპარდს სინდისი?).

განგაში მაშინ არის საჭირო როდესაც ადამიანი მიდის და გარეულ ცხოველს მოინადირებს და მიირთმევს, რითიც იგი ხდება მტაცებლის კონკურენტი. მტაცებელი ცხოველი თავის მსხვერპლს არასდროს გადააშენებს, მას ახასიათებს ბუფერულ საკვებზე გადასვლა, თუკი ვეღარ მოიპოვებს ძირითად საკვებს ისე აქტიურად და იმ რაოდენობით როგორც ადრე, ისინი თვითონ არეგულირებელ ერთმანეთს, აი ადამიანის ჩარევა კი საგანგაშოა. ეს ყველაფერი შევეცადე დამეწერა მაქსიმალურად ყველა ადამიანისთვის გასაგებად.

ბაყაყიც კი ჭამს ხორცს, და მე რატო არ შემიძლია შევჭამო ?

თუ ვინმე არ მეთანხმებით დამიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, იქნებ სადმე ვცდები ?

***

კიდევ მაქვს ჩემებური იდეები, მაგრამ აღარ დავწერ, რადგან, როგორც მე არ მიყვარს სხვის ბლოგზე გრძელი პოსტების კითხვა უეჭველი ისე არ გიყვართ არც თქვენ.

აბა ჰე.

 

Advertisements

6 thoughts on “ჩემი აზრები Fb-საზოგადოებაზე და ხორცის ჭამაზე

    • დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ ჩემი პოსტი.
      რატომ გინდათ, რომ მე ცნობიერება შემეცვალოს?

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s