ჯავახეთი: დღე 6

გუშინ გია, ლევანი და ნიკა ღამე 3 საათზე წავიდნენ სათევზაოდ მადატაფაზე. 11სთვის მოიტანეს 19 კარასი (Carassius gibelio). დავიწყე სისხლის სინჯებისთვის სლაიდების მომზადება, ასევე გენეტიკური მასალისთვის ეპენდორფის ქილები გავამზადე და გავუკეთე წარწერები. თევზების ნუმერაცია  წინა (მაისი) ექსპედიციისას მივაბით. მერე გოგოებიც ადგნენ და შევუდექით საქმეს: მე სისხლის სინჯებს და გენეტიკურ მასალას ვინახავდი, სოფო ასაკებს, ჟანა იწერდა, ანი ზომავდა და ფოტოს უღედბდა, ეკო კი კვეთდა და სისხლის, ფარფლების და ლაყუჩების “ექსტრაქციას”აკეთებდა. 

სისხლის სინჯები არ გამომდის კარგი, ძალიან ძნელია რო მოთქრიალებს სისხლი ბლომად ესხმება სლაიდს და მისი გასწორება ჭირს, მითუმეტეს ჰეპარინიზებული არაა და იმწამსვე დედდება და ხან საერთოდ სისხლთან ერთად რაღაცა სხვა მასაც (ლორწოსავით) ყვება. მერე სპირტი დავასხი სლაიდებს და ფანქრით დაწერილი ნომრები ჩამოეღვენთა ზედ. მოკლედ მაგარი ნიუდაჩნიკი გავიჩითე, თუმცა ამ შეცდომას აღარ გავიმეორებ.

როცა ყველაფერი დავასრულეთ შევაჯამეთ ჩვენი მასალა და აღმოჩნდა, რომ კიდევ არის სინჯები დასამატებელი, რადგან წინა ექსპედიციაზე მხოლოდ მდედრ ინდივიდებს ვუღებდით სისხლის სინჯებს, და თანაც, 46-დან მხოლოდ 6-ს აქვს შესაბამისი გენეტიკური მასალის სინჯი.

მე და ლევანი ვსაუბრობდით ჩვენს მასალაზე, და ამ დროს მითხრა ოტოლოთები ამოვუღოთ და შევადაროთ რამდენად ოტოლითის ხაზების რაოდენობა, ემთხვევა ქერცლის ხაზებისასო. ვნახეთ ვიდეო, როგორ იღებენ ოტოლითს, ლევანიმ ამოუღო ორივე ოტოლითი თევზს, და მითხრა რომ დიდი ხანი თუ ეჩალიცები გამოგივაო. მეც ხო იცით რა კვაჭი ვარ, საკუთარი მეთოდი გამოვიგონე ოტოლითის ამოღებისთვის და ციცქნა თევზებს ტყუპ-ტყუპად ვაცალე ოტოლითები. მართალია ჩვენმა ბინოკულარმა იმედი გაგვიცრუა, თუმცა მაინც კაი პრაქტიკა იყო.

მერე ლაყუჩის ჩხირების რაოდენობა დავითვალე. საკმაოდ კარგად იყო ამოღებული, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ეკოს ! ყოჩაღი გოოგონაა! 41-48 იყო რეინჯი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამოვიღეთ ლაყუჩები და დღესვე გავზომე მაინც დუნდღლიანი და საშინელი იყო. ანუ ის, რომ რაც უფრო დიდხანს შევინახავ მით უფრო ჩამყაყდება ტყუილია, ზუსტად ისეთი მყაყე იყო დღესაც, როგორც 1 თვის შენახული ლაყუჩები.

ეხლა კაცები ისევ სათევზაოდ წავიდნენ, ხვალაც აქ ვართ და ზეგ წავალთ თბილისში.

***

პოსტს ვწერ მოგვიანებით, ტაჩნეე მეორე დღეს.

კაცები დაბრუნდნენ ღამე, ბადები ჩახლართვიათ და მადატაფაში თევზი ვერ დაიჭირეს, სამაგიეროდ, მდინარე ბუღდაშენში დაიჭირეს სასროლი ბადით 15 თევზი (5 სახეობა): 1 კარასი (C. gibelio), 1 ხრამული (C. capoeta), 1 მურწა (L. mursa), 3 ქაშაპი (S. cephalus), და 9 ფრიტა (A. bipunctatus). მე და ეკომ თევზებს გადავუღეთ ფოტოები, ჩავიწერეთ მთლიანი სიგრძე და წონა და ჩავსპირტეთ.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s