ჯავახეთი: დღე 4

დღეს წავედით ავჭალა-გიოლზე იქ ავიღეთ სინჯები. მიუხედავად იმისა რომ მეც ჩავერთე სინჯების აღებაში აღარ მახსოვს არც წერტილები, და არც სინჯების რაოდენობა.

შემდეგ წავედით აბულზე. და ავედით ციკლოპურ ციხეზე. თავიდან არავის არ უნდოდა იქ ამოსვლა მე კი მინდოდა რადგან მუცოზე რო ავედი ძალიან კმაყოფილი დავრჩი და ვიფიქრე იგივე იქნება აქაცთქო. როგორც იქნა ავბობღდი. ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. ძალიან სახიფათო გზა გვანვლეთ, თუმცა ძალიან ლამაზი იყო აბულის ციკლოპური ციხე. ძალიან დაღლილი ვარ და ემოციებს ვერ გადმოვცემ. 

შემდეგ განძანში სომხურ ეკლესიაში ვიყავით მე და სოფო. მომეწონა კარგად ქონდათ მოვლილი. სახლში წამოსვლისას მდინარა ფერავაანზე ჩავედით და სასროლი ბადით თევზაობა ვცადეთ. და…. გამოგვივიდა. დავიჭირეთ 23 თევზი, აქედან 3 ქაშაპი (Squalius cephalus), 1 ხრამული (Capoeta capoeta), 11 ფრიტუნია (Alburnoides bipunctatus) და დანარჩენი ციმორები (Romanogobio persus). სახლში რო დავბრუნდით ჩავსპირტე და ფოტოები გადავუღე. სულ ეს იყო ჩემი დღე. ძალიან ლამაზი საღამო იყო მართლა!!!

წავედი ეხლა მეძინება ძალიან თან წელი მტკივა ბადის ქნევისაგან.

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s