დაცვა

გამარჯობა მეთევზის სამყარო !

მე გუშინწინ ხარისხი დავიცავი! ამას ასე გვიან იმიტომ ვწერ რომ იმ ღამეს კლუბში წავედით რომ აგვეღნიშნა დასრულება და კარგი ქულები. მეორედღეს მეძინა რათქმაუნდა. ძალიან კარგი იყო !

სულ ტყუილად ვნერვიულობდი რაა, ისე მომეწონა ჩემი გამოსვლა დავიშოკე, ვიდეო გადამიღო გიორგიმ და მომეწონა. შესაბამისად ჟიურისაც მოეწონა და იმ დღეს პრეზენტაციაში ყველაზე მაღალი ქულა (30) ავიღე და საბოლოოდ 97-ს ავარტყი. კარგია, ძალიან გამიხარდა, ვიცოდი რააა… ვიცოდი!

პრეზენტაცია 2 <ეს არის ჩემი პრეზენტაცია, რომელიც გავაკეთე დაცვისთვის, სხვათაშორის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გამომრჩა რომ დამეწერა. ის თუ რატომ იყო ჩემი პრეზენტაცია ასეთი წარმატებული. იმიტომ რომ ბოლო კვირას თითქმის ყოველდღე რეპეტიცია მქონდა სანამ დავიძინებდი ვყვებოდი ნაშრომს. პირველად ერთი კვირით ადრე დავიწყე მომზადება, შორენამ მამეცადინა (პრეზენტაცია 3 კვირით ადრე მქონდა გაკეთებული). მერე ორჯერ ბელას გავუკეთე პრეზენტაცია. ყველა მათგანი ვინც ნახა ჩემი პრეზენტაცია მონაწილეობდა მის დახვეწაში. ბოლოს კი დაცვის წინა დღეს, სახლში წავედით და აღმოჩნდა რომ გასაღები გამომყვა და დასაბრუნებლად ავტრიალდი უნიში, და ბედად ნათიას ქონდა რეპეტიცია, დავესწარი და ვუთხარი მერე მე გავაკეთებთქო, სტუდენტები ვესწრებოდით, შუა პრეზენტაციის დროს ჩვენი დეკანი და ზურა ჯავახიშვილი მოვიდნენ. ნათიამ რო დაასრულა პრეზენტაცია დეკანმა თქვა შენსასაც მოვისმენთ უხერხულიაო. მეც უხერხულად ვიყავი გვიანია და არ არის აუცილებელითქო ვუთხარი თუმცა 11 საათამდე მაინც დავრჩით და ჩემი პრეზენტაცია იხილეს პროფესორებმად და ძალიან  მაგარი შენიშვნებიც მითხრეს, რომლებიც პრეზენტაციაში რო არ გამეთვალისწინებინა დაცვაზე შეიძლება ჩავფარცხულიყავი. მოკლედ ძალიან ამაყი ვიყავი იმ საღამოს სახლში 1ზე მივედით. 12ს რო 1 წთ აკლდა მე ნათია და ნანა მაშინ ჩავედით მეტროში :დდდ

აუდიტორია შოკშია

ეხლა ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპი იწყება. მიუხედავად იმისა რომ სწავლას მოვრჩი ძალიან ბევრი რამე დამრჩა გასაკეთებელი. დასვემებაც მინდა ძალიან მაგრამ ჯერ მაგისი საშუალება არ არის. ვნახოთ რა იქნება. ეხლა წავედი თევზის ლაყუჩის პირველი ხაზის ჩხირები უნდა დავითვალო 😀

P.S ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ დღეს,

მე და ჩემი ხელმძღვანელი სრულიად შემთხვევით ერთნაირი დრესკოდით მოვედით ჩემს დაცვაზე განა ეს სასწაული არ არის ? 😀 გეუბნებით რა, იხტიოლოგობა მემკვიდრეობით მერგო.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s