ჯავახეთი: დღე 3

დღეს ძალიან ადრე გამაღვიძეს, იდეაში 8 საათზე უნდა წავსულიყავით. მაგრამ მხოლოდ “იდეაში”. რათქმაუნდა 10სთვის გავედით. წავედით სულდაზე, გავერთეთ, ფოტოები გადავირეთ. შემდეგ წავედით კარწახზე ავიღეთ 2 წერტილი 3-3 სინჯი.

დიდი კარასები დაიჭირეს მეთევზეებმა.  Continue reading

ჯავახეთში: დღე 2

დღეს 10 საათზე გავედით. ფარავანზე 5 წერტილში ავიღეთ 3-3 ბენთოსის და პლანქტონის სინჯი და საღამოზე 3-წერტილზე. ავიღეთ რა, აიღეს გოგოებმა. მე მხოლოდ წყლის ქიმიაში თუ მივიღებდი მონაწილეობას, რაც აქ ვართ წყალში არაფერი ამიღია. 😀 რიგი დგას აღებაზე და მეც აღარ ვეცილები და ვზივარ ჩემთვის ბავშვებთან.

13653092_10153872858922877_557039912850213002_o Continue reading

ჯავახეთში დღე 1

ნუ დღეს დღე 2-ია მაგრამ წინა დღეს პირველს ვერ ვუწოდებ, ჩალაგებას, მგზავრობას, ამობარგებას და დალაგებას მოვუნდით. ხო და დღეს დაივიწყეთ.

დღეს ვიყავით მადატაფას ტბაზე, ავიღეთ ბენთოსის სინჯები 3 წერტილი. სამ-სამი სინჯი. ბიკიტნოეზე, 1 წერტილი. და ბუღდაშენზე 2 წერტილი.  Continue reading

შაბათ-კვირა მთლად უქმეც არ უნდა იყოს

ხო, მოკლედ მოვიფიქრე, რომ შაბათ-კვირა სახლში ვიყო, დავალაგო, საჭმელი გავაკეთო, და დავისვენო, ფილმს ვუყურო…

გჯერათ ?

მე არა :Dრა სახლის გაკეთება, რა საჭმელი, რა ფილმის ყურება …. სად შემიძლია…  Continue reading

I am happy

Hey guuuus, don’t you know I am happy. Yuhooooo !!!! Yeap, Happy !

ხო, გუშინ პოსტი დავასრულე თუ არა ჩემმა თანამშრომელმა, საერთოდ უმიზეზოდ მეჩხუბა და ცუდად გავხდი, მაგრამ, ცუდად ყოფნა რა სასურველია ?  Continue reading

მეცნიერების გზა ხრამულის ზრდის მრუდივით ასავალ-დასავლიანი ყოფილა

მოკლეედ, 3 დღის წინ რო მეგონა 2 დღეში სტატია დავწერე და არავინ მაქებსთქო, გიორგის ნათქვამი გამართლდა, ლევანმა იმდენი რამეა გასაკეთებელიო ეს რა არისო. მოკლედ აღმა რო ახვალ არ უნდა დაგავიწყდეს რო დაღმართი გიწევს მერე რააა.

რა მაცინებს, რააა?

დღეს ჩემს ჩეხ პროფესორს ველაპარაკე ცოტახანი, გაგირკვევ ყველაფესრო შვებულებიდან რო დავბრუნდებოდიო და აქ ჩამოსვლა არ დაგჭირდება გასაუბრებაზეო.

ერთი კაი რამე მაინც მოხდა დღეს.

წავედი ვწერო სტატია

Everyday news

წინა პოსტებში ვახსენე, რომ სტატიაზე დავიწყე მუშაობა. არასდროს ვყოფილვარ ისე, როგორც ახლა, სულ ახლის ძიებაში, ადრე მეზარებოდა, მიყვარდა საქმის მიფუჩეჩება, ბოლომდე არაფერი მიმყავდა. ვერ წარმომედგინა სამსახურის შემდეგ სახლში მუშაობის გაგრძელება. ეხლა კი სახლში მოვდივარ და ეგრევე კომპიუტერს ვრთავ და ვაკეთებ იმას რის შესაძლებლობასაც ეს პატარა ნეთბუქი მაძლევს. მოკლედ ჩემი სამაგისტროდან კარგი სტატია უნდა გამოვაძვრინო, სათაური მოვიფიქრე დრაფტი გავაკეთე, ფაქტიურად 2 დღეში დავწერე და გავუგზავნე ბელას.

არავინ მაქებს და ნერვები მეშლება, ჩემი შეყვარებულიც კი მეღადავება და ამ საქმეს სერიოზულად არ უყურებს, მეუბნება ლევანი გადაგიხევს და ეგ იქნებაო 😦

არა რა, ალბათ ყველა მეცნიერს გაუვლია ეს გზა როცა არავინ აფასებდა…. 😦

ხო ვთქვი მეცნიერების გზა ია-ვარდით მოფენილი არაათქო.

ნეტავ ბატონი რონალდ ფიშერი დღიურებს არ აწარმოებდა?

საინტერესოა….