ყველაფერი აირია

გამარჯობა,

დღეს ძალიან ცუდი დღე მქონდა… 

არც კი ღირს დაწერა, დღეს ახალი ვერაფერი გავაკეთე, და ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ. 

გიორგი დავიხმარე და რაღაცები დავასორტირეთ, დავთვალეთ, თუმცა შედეგი არ იყო კარგი. 

მოკლედ ჯობს მხოლოდ ჩემი პროგრესები ვპოსტო. 

დღეს ადრე წამოვედი ვერაფერს ვაკეთებდი ცუდად ვიყავი, არადა ძალაინ ბევრი საქმე მაქვს. ჩემს “ეს რა არისების” ბლოკნოტში ჩამოვწერე to do list და ხვალ დაწყნარებულ გულზე თავიდან დავიწყებ ყველაფერს. 

აბა ჰე. 

Advertisements

მეცნიერების გზა სულ ვარდებით მოფენილი არაა

დღეს ჩემმა ჩეხმა პროფესორმა მომწერა ინსტრუქციები. ძალიან  ბევრი რაღაცაა გასაკეთებელი და მეც დიდი ენთუზიაზმით შევუდექი საქმეს. ლევანთან ჩავედი კაცს თავისი საქმე ქონდა და ავიკელი, ბოლოს კარებს აღარ მიღებდა.

ლორენცო (იტალიელი მოწვეული ლექტორი, რომელიც ჩემი გერმანელი ლექტორის მაგივრად ცოტახნით მის კაბინეტშია) ახალი წასული იყო და მივასკდი 302-ს ჩავრთე სკანერი, რომელსაც მთავარი როლი ეკისრა ერთერთი ექსპერიმენტის ჩატარებაში, დაუძახე გოგოებს ბიჭებს მოკლედ შორენა და ეკო დავასაქმე გავაკეთეთ ყველაფერი და ბაც…..

არ აპრინტერესბს 4800 რეზოლუციას.

არც 2400

ჯანდაბა უკვე 8 საათი იყო 1200 იანით შემოვიფარგლე. ძალიან გაბრაზებული წამოვედი დანა კბილს არ მიხსნიდა,

მერე შორენამ მითხრა რატო უნდა ინერვიულო იმაზე რასაც ეშველება ან იმაზე რასაც არ ეშველებაო და დავიკიდე,

მითუმეტეს მგონი ეშველება 😀

ხო დღე გავიფუჭე ამ უაზრო მცდელობების გამო მაგრამ როგორც უკვე ჩემი პოსტის სათაურიდან გაიგეთ მეცნიერება რთულია და ყველაფერი პირველივე ჯერზე შეიძლება არ გამოგივიდეს.

 

 

პროგრესები თევზების იდენტიფიკაციაში

ჩემი თევზების იდენტიფიკაციის უნარები უმჯობესდება, სამსახურში რომ მოვედი მაგიდაზე დამხვდა ახალი სინჯი, ბელას მოუტანია მდინარე კრიხულადან, ვკითხხე სახეობები გარკვეული იყო თუ არა, მითხრა კიო. ეს ჩემთვის გამოწვევა იყო. კარგი მაშინ მე თუ გამოვიცნობ რა სახეობებიათქო, კარგად დავაკვირდი და გამოვიცანი: მურწა, თაღლითა, და გოჭალა. ამ სამიდან მხოლოდ მურწა მყავს ლაივში ნანახი დანარჩენი კი წიგნიდან ვიზუალურად მახსოვდა. კიო სწორეა ყველაო. :დ

გუშინ ჩვენს გვერძე პარაზიტოლოგიის კაბინეტში ჯანდარის ტბიდან მოიყვანეს ლიფსიტები, და ბელამ დამიძახა და მანახა, სხვათაშორის 3 სახეობიდან იქაც 2 გამოვიცანი, სქელშუბლა, სულ ერთხელ მყავს ბაზარში ნანახი, ისიც ზრდასრული ინდივიდი, მაგრამ გამოვიცანი მაინც.

მართალია ჩემთვის კარგად ნაცნობ ღორჯოზე ძალიან ბევრი ვიფიქრე მაგრამ მაინც ვერ მივხვდი რო ღორჯო იყო, სანამ გამოცდილმა თვალმა არ ნახა და ბელამ არ თქვა რო ღორჯო იყო.

მერე ლიფსიტის სახელით თევზი მოიყვანეს პატარა, ვერ გამოვიცანი რა იყო. დიდი მუცელი ქონდა. გაუჭრეს მუცელი და პატარა ლიფსიტები ყავდა შიგ. თურმე ცოცხალმშობი გამბუზია ყოფილა, აშკარად სქელშუბლას ან ამურის ლიფსიტებში აერიათ, როგორც ყოველთვის და ეხლა ბედნიერად გაუშვებენ ჯანდარის ტბაში:( 😦

ხო მოკლედრას ვამბობდი, პირველად ვნახე ცოცხალმშობი თევზი, მანამდე კი მახსოვდა წიგნში რომ ეწერა რომ ცოცხალმშობი იყო მაგრამ უცბად დავიბენი.

მეორე დღეს, ანუ დღეს აკვარეუმიდან წამოვიყვანე სქესმწიფე მდედრი და ლაბში მყავს, ვაკვირდები ნეტავ შობს ლიფსიტებს?

ვნახოთ რა იქნება.

ბელამ თქვა აკვარიუმი გავაკეთოთო და თევზები ვიყოლიოთო.

ძალიან მინდა.

ეხლა შევისვენე პრეზენტაციის კეთებისაგან და ეს პოსტი დავჯღაბნე. პროგრესი რომ მექნება დავწერ კიდევს.

აბა მომავალ შეხვედრამდე!!!!!

 

დავასრულე სამაგისტრო ნაშრომი

დღეს ჩავაბარე სამაგისტრო ნაშრომი და პრეზენტაციას ვამზადებ. რეცენზენტის უმეტესობა შენიშვნებისა გავითვალისწინე, უმცირესობა ვერა, რადგან დიდ დროს მოითხოვდა.

აქვე ჩავაკრავ რეცენზენტის შეფასებას და შენიშვნებს და სამაგისტრო ნაშრომის დასრულებულ ფორმას. პრეზენტაციას დაცვის შემდეგ ავტვირთავ.

რეცენზენტის შეფასების ფორმა თათა

ყულჯანიშვილიTaTia_YuljaniSvili_samagistro_SABOLOO